Battle Tournament 2014

Lineage2.ge წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ტურნირს Battle Tournament 2014.
ტურნირი წარმოადგენს თანაბარ პირობებში მყოფ მოთამაშეთა ორთაბრძოლას. შეჯიბრებების სტრატეგია აგებულია როგორც გუნდური ასევე ცალკეული მოთამაშეების შესაძლებლობების გამოვლენაზე. ორთაბრძოლის ტურები იყოფა 3 კატეგორიად: 9 vs 9, 3 vs 3, 1 vs 1. შეხვედრები გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ ევენთ სერვერზე. ტურნირის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო გუნდი.
ყველა ცალკეულ მოთამაშეებს, თუ გუნდს, ვისაც აქვს პრეტენზია იწოდებოდეს საუკეთესოდ, გეძლევათ შანსი დაამტკიცოთ თქვენი თამაშის ცოდნის მაღალი პროფესიონალიზმი!

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს. იმისათვის რომ მოხვდეთ შეჯიბრებაზე, აუცილებელია შეკრიბოთ ათი მსურველი და შექმნათ გუნდი. გუნდის წევრების ფორმირება უნდა მოხდეს ქვემოთ მოყვანილი კლასების მიხედვით განსაზღვრული რაოდენობის პროფესიის მოთამაშეებისაგან:


  1. რეგისტრაცია იწყება 25 მარტს და დამთავრდება 8 (ან მეტი მსურველის შემთხვევაში 12) გუნდის განაცხადის შემოტანისთანავე.
  2. გუნდი უნდა შედგებებოდეს 9 ძირითადი და 1 სათადარიგო წევრისაგან. გუნდს შეუძლია სურვილისამებრ იყოლიოს მაქსიმუმ 6 სათადარიგო წევრი.
  3. გუნდის წევრების ფორმირება უნდა მოხდეს ქვემოთ განსაზღვრული კლასების მიხედვით, შესაბამისი რაოდენობის პროფესიის მოთამაშეებისაგან.
  4. ძირითადი გუნდის წევრის სათადარიგოთი შეცვლისას დაცული იყოს პროფესიების პირობა.
  5. სარეგისტრაციო ფორმის შესაბამისად სპეციალურ გამოყოფილ სერვერზე შეიქმნება ახალი, 85 ლეველის, არა Nobles პერსონაჟები.
  6. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ჯგუფის ლიდერმა შეავსოს და გამოაგზავნოს რეგისტრაციის ფორმა.
  7. რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება ადმინისტრაციის მიერ გუნდის ლიდერის ელ.ფოსტაზე დამადასტურებელი წერილის გაგზავნის შემთხვევაში.
  8. რეგისტრაციის დამთავრებისას ინფორმაციის გაცვლის მიზნით მოხდება დარეგისტრირებული გუნდების ლიდერებთან შეხვედრა. ასევე შეხვედრისას ჩატარდება კენჭისყრა და დადგინდება შეხვედრების გრაფიკი.
  9. ტურნირზე მონაწილეობის საფასური განისაზღვრება თვითოეული გუნდიდან სიმბოლურად 10 ბალანსის ერთეულით (9 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისათვის). ყოველ დამატებით სათადარიგო მოთამაშეზე დაწესებულია დამატებით 1 ბალანსის ერთეული (მაგალითად: 9 ძირითადი და 6 სათადარიგო მოთამაშის შემთხვევაში მონაწილეობის საფასური იქნება 12 ბალანსის ერთეული). რეგისტრაციის წამრატებით გავლისას ეს თანხა ჩამოიჭრილი იქნება გუნდის ლიდერის ანგარიშიდან.
  10. ლიდერის მიერ განაცხადის გამოგზავნა ნიშნავს რომ ჯგუფის ყველა წევრს სურს მონაწილეობა მიიღოს ტურნირზე და ეთანხმება ტურნირის წესებს.
  11. კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მხარდაჭერის ფორმიდან.
  12. გთხოვთ კორექტულად შეავსოთ განაცხადის ფორმა. დასტურის წერილის მიღების შემდეგ გუნდის შემადგენლობა არ შეიცვლება.
  13. რეგისტრაციის დამთავრებისას გამოქვეყნდება მონაწილე გუნდების ტურნირის ცხრილი და შეჯიბრების დრო.

  • გუნდის პირველი წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Dark Avenger / Hell Knight
    • Paladin / Phoenix Knight
    • Temple Knight / Eva’s Templar
    • Shillien Knight / Shillien Templar

  • გუნდის მეორე და მესამე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Phantom Ranger / Ghost Sentinel
    • Silver Ranger / Moonlight Sentinel
    • Hawkeye / Sagittarius
    • Abyss Walker / Ghost Hunter
    • Treasure Hunter / Adventurer
    • Plains Walker / Wind Rider
    • Spellhowler / Storm Screamer
    • Spellsinger / Mystic Muse
    • Sorcerer / Archmage

  • გუნდის მეოთხე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Warsmith / Maestro
    • Bounty Hunter / Fortune Seeker
    • Destroyer / Titan
    • Gladiator / Duelist
    • Tyrant / Grand Khavatari
    • Warlord / Dreadnought
  • გუნდის მეხუთე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Berseker / Doombringer
    • Arbalester / Trickster
    • Soul Breaker / Soul Hound

  • გუნდის მეექვსე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Warlock / Arcana Lord
    • Phantom Summoner / Spectral Master
    • Elemental Summoner / Elemental Master
    • Necromancer / Soul Taker

  • გუნდის მეშვიდე და მერვე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Bladedancer / Spectral Dancer
    • Swordsinger / Sword Muse
    • Warcryer / Doomcryer
    • Prophet / Hierophant
    • Overlord / Dominator

  • გუნდის მეცხრე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:

    • Shillien Elder / Shillien Saint
    • Elven Elder / Eva’s Saint
    • Bishop / Cardinal

ძირითადი წესები:

  1. ორთაბრძოლები გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ სერვერზე, კოლიზეუმის არენაზე.
  2. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ აღიჭურვონ B, A, S, S80 და S84 აბჯრის სეტებით, იარაღებით და ბიჟუტერიით.(მათ შორის RB ბიჟუტერიაც)
  3. მონაწილეები მიიღებენ: ატრიბუტის ქვებს, სტანდარულ სვირინგებს, 81-85 დონის სკილების წიგნებს და ბრძოლისათვის საჭირო სხვა დამხმარე საგნებს.
  4. ტურნირის მონაწილეები ასევე მიიღებენ CP, HP წამლებს (Potion) და Mental Strength-ის ელექსირს განსაზღვრული ოდენობით. ამ ნივთების გადატანა სხვა პერსონაჟებზე აიკრძალება.
  5. Duelist, Spectral Dancer პროფესიის პერსონაჟებს მიეცემათ +4-ზე გალესილი ორმაგი ხმალი. ამ იარაღის გადატანა სხვა პერსონაჟებზე აიკრძალება.
  6. Adventurer, Wind Rider, Ghost Hunter პროფესიის პერსონაჟებს მიეცემათ +4-ზე გალესილი ორმაგი დაშნა. ამ იარაღის გადატანა სხვა პერსონაჟებზე აიკრძალება.
  7. Soul Hound პროფესიის პერსონაჟებს მიეცემათ +4-ზე გალესილი რაპირა. ამ იარაღის გადატანა სხვა პერსონაჟებზე აიკრძალება.
  8. Necromancer-ებს მიეცემათ საშუალება ბრძოლის წინ გამოიყვანონ summon-ი მობის გვამიდან..
  9. აკრძალული სკილები: Summon Friend, Gate Chant, Return, Party Recall, Salvation, Soul of the Phoenix, Ress, Mass Ress.

ბრძოლის წესები:

  1. თითოეული მაჩი შედგება 3 რაუნდისაგან. ტურნირის დაწყების წინ გუნდის ლიდერი შეარჩევს ძირითად 9 წევრს რომლებიც იბრძოლებენ სამივე რაუნდში.
  2. რაუნდები:

    • 9 vs. 9 (Full Team) – ორივე გუნდი იბრძოლებს სრული შემადგენლობით. გუნდი რომელიც დაამარცხებს მოწინააღმდეგის ყველა წევს ჩაითვლება რაუნდში გამარჯვებულად.
    • 3 vs. 3 (Survivor) – თვითოეული გუნდი დაიყოფა სამ-სამ ჯგუფად. არენაზე შევა პირველი სამეული. როდესაც ერთ-ერთი გუნდის სამეული დაეცემა იგი აგზავნის არენაზე მეორე სამეულს. მოგებულად ჩაითვლება ის გუნდი ვინც გაანადგურებს მოწინააღმდეგის ცხრავე წევრს.
    • 1 vs. 1 (5 Man Survivor) – თვითოეულ გუნდს გამოყავს ხუთი წევრი რომლებსიც სათითაოდ შედიან არენაზე. მოგებულად ჩაითვლება ის გუნდი რომელიც დაამარცხებს მოწინააღმდეგის ხუთივე წევრს.
    • მაჩში გამარჯვებილი იქნება ის გუნდი რომელიც სამივე რაუნდიდან ორს მაინც მოიგებს.
  3. ტურნირის მსვლელობისას ძირითადი წევრების სათადარიგოებით შეცვლა აკრძალულია.
  4. მონაწილე რომელიც ბრძოლის მსვლელობისას გავარდება (გაეთიშება დენი, სისტემა შეცდომას ამოუგდებს თუ სხვა რაიმე მიზეზით გაუწყდება სერვერთან კავშირი) ავტომატურად გამოეთიშება მიმდინარე რაუნდს.
  5. დათქმულ დროს სრული შემადგენლობით (9 ძირითადი წევრი) არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ავტომატურად მიენიჭება დამარცხება სამივე რაუნდში.

ტურნირის გამარჯვებული ძირითადი 9 წევრი მიიღებს:

  • +10 Vesper Noble აბჯრის ნაკრებს
  • +10 Vesper ბიჟუტერიის ნაკრებს.
  • +10 Vesper სასურველ იარაღს.
  • +6 Vesper აბჯრის ნაკრებს
  • +6 Vesper ბიჟუტერიის ნაკრებს.
  • +6 Vesper სასურველ იარაღს.
  • Vesper აბჯრის ნაკრებს
  • Vesper ბიჟუტერიის ნაკრებს.
  • Vesper სასურველ იარაღს.